რეზონანსი
23.02.2021

თემურ წიკლაურს პოეტმა დავით დეფი გოგიბედაშვილმა ლექსი მიუძღვნა. ბევრმა, ალბათ, არ იცია, რომ დეფი თემურის ყოფილი სიძეა. ქეთი წიკლაურთან ქორწინებამ 6 წელს გასტანა და წყვილის ვაჟი ახლა 21 წლის არის, როგორც აღმოჩნდა, პოეტზე ძალზედ იმოქმედა ყოფილი სიმამრის უდროოდ გარდაცვალებამ… 

"დეფიმ "მესენჯერში" ჩამიგდო ეს ლექსი. ნება ავიღე, თუ შეიძლება გამოვაქვეყნებ-მეთქი… პირიქით, გაუხარდა… რაც მამა ავად იყო, წუხდა, გვგულშემატკივრობდა. დეფი ჩვენი ოჯახის სწორი და ტოლია. 

ოთხი წელია ამერიკაშია და წარმატებები აქვს. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ დეფი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია.

ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ახალგაზრდები ვიყავით. სხვა ცხოვრება იყო. ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს მზის სხივებით იყო მთელი ის პერიოდი განათებული… 

დეფიმ პოეზიით საოცრად შეძლო ამის გადმოცემა. ჩემთვის ეს საოცარი ლექსი ფასეულია. დეფის მადლიერი ვარ. მას მამა უყვარდა…", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ქეთი წიკლაურმა.

“ერთი წამით გვაქვს ათასი წელი, თანავარსკვლავედთან თავს ავიმსგავსებთ,

თან ყურს მივუგდებთ, ვუსმენთ და ვმღერით, სიმღერა – პასუხი ყველა კითხვაზე.

თუმცა კითხვები ჩვენ აღარა გვაქვს, რა კითხვა უნდა სიცოცხლის ლტოლვას,

სიცოცხლით ტრფობა, აზრი ზღაპართა, სამყაროს გავლით ჩვენამდე მოვა,

თუ რამ წავიდა, გადაიბადა, აგე იქ სადღაც ისევ ავყურებთ,

სიცარიელეს ყველა ცის კართა, მთვარეშერჩენილ იმ დიდ საგულეს.

რიჟრაჟიც ნატვრებს გადაეფარა, სევდად შერჩენილ ღვთის საფიქრელად,

შენ როგორც ერთხმად მთელმა ქვეყანამ, თავის გულიდან ამოგიმღერა.”

იხილეთ სრულად: პრაიმამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
Lali.   (23.02.2021)
Aq aris amerikashi.da arc malavs.aba rogor cxovreba aq.tu leqsebs cers.da Pulitzeris premias igebs.shenishvna iko imaze rom.shedevri da unichieresoba.da geniosoba rom escada carmoechinat.defi navi gogibedisa.tore piriqit.ranairad sheudzlia is dacera.ara gulshi chamcvdomad.temuri mikvarda magrad.vgijdebodi iveriaze.magrad meckina.is ufro gamikvirdeba defi rom iko temps ulamazesi gogona qmari.

მზია   (23.02.2021)
ეს ლექსი გულით მიუძღვნა თემურ წიკლაურს მთავარი ესაა და თქვენ რა გიწოდოთ აგარ ვიცი ბოღმიანებო და შურიანები შეიკავეთ თავები ნუ ანთხევთ შხამს

ზაზა ლია ტუღუში   (23.02.2021)
ლია(23.02 .2021)რა ინფორმაციას ფლობთ რომ ტაქსის მძღოლია? ტყუილია! სხვისი ღირსება რომ დაინახო, საკუთარი უნდა გაგაჩნდეს, როგორც მინიმუმ

ნათი   (23.02.2021)
სამარცხვინო ხალხი ვართ არც ვიცით ჩვენი სიტყვებით როგორ ვთკენთ გულს ხალხს.

ნანა   (23.02.2021)
უნიჭო ლექსია.მეორედ რომ არც წაიკითხავ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )