რეზონანსი
24.02.2021

ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

“ამ ბოლო დღეებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას რომ ეს სუბიექტი 2007 წელს მიტინგზე იდგა და სააკაშვილის რეჟიმს აპროტესტებდა. სიმართლე კი ასეთია (მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში). 2007 წელს ის მუშაობდა უშიშროების საბჭოს ცენტრალურ აპარატში, კახა ლომაიასთან (ხომ წარმოგიგენიათ ეს ტიპი მაშინ მიტინგზე). 2008-2010 წლებში იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ჯერ მოადგილე მერე უფროსი. 2010-2012 წლებში იყო სასჯელარსრულების პრობაციის დეპარტამენტის უფროსი. 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი. ახლა რატომ დავწერე ამდენი:

ის მითები რომ “ადრე ნაციონალი არ იყო” არის ფარსი. სხვა რა თანამდებობებზე უნდა ყოფილიყო, რომ ნაციონალად ჩათვალონ? 

ეს ტიპი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, ანუ იმ გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი რომელსაც მაშინ “40 შაურმის” საფუძველზე იღებდნენ, ეს იყო ქონების ჩამორთმევა, ანგარიშების დაყადაღება, ღამის ნოტარიუსები, ბიზნეს წილების ახევა და ა.შ. კიდე ბანკებში რომ ადებინებდნენ ქონებას საპროცესოსთვის და კრედიტებს უფორმებდნენ ადამიანებს, მერ რომ ვერ იხდიდნენ, ამ ქონებასაც ეს ჯეელი ართმევდა.

ასე ხდებოდა მაშინ…

დღეს ეს “აღმასრულებელი” თვითონ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ცდილობს თავი დაიძვრინოს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მაშინ, აღსრულებას რო შეწინააღმდეგებოდი კი არა უბრალოდ ნაწყენი თვალით შეგეხედა, რა მოხდებოდა…

ასე წაართვეს ტელევიზიები მეპატრონეებს რომლებიც ამ ხელისუფლებამ დაუბრონა. ამ ტელევიზიების მეშვეობით ახდენდნენ საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად სათავისოდ ფორმირებას რომ ყველაფერი აჟურში ჰქონდათ.

ეს იყო მათი დიდი აფიორა და “პოტიომკინის სოფლები” (ესეც დაგუგლეთ თუ არ იცით რას ნიშნავს).

რაც შეეხება “საერთაშორისო გამოხმაურებას” რასაც დღეს გვატენიან როგორც მოცემულობას. ესეც მარტივად ასახსნელია, ვინაიდან პოლიტიკა მასეთი საქმეა, ვიღაცას იქ, თავისი ინტერესებისთვის სჭირდება აქ ესეთი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა. განა არ იციან რომ ძაღლის შვილებიც არიან, მაგრამ ეს მათი ძაღლისშვილები არიან და მიტომაც აკეთებენ ასეთ შეფასებებს….

ყველას თავისი სიმართლე აქვს მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და ეს ჭეშმარიტება ყოველთვის პოულობს თავის გზას და კვალს – თვისება აქვს ასეთი“ – წერს ჭონქაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (24.02.2021)
საერთოდ თუ დავაკვირდებით კარგად 30 წელია სულ ერთიდაიგივე ხალხია სათავეში ,აშკარაა რომ ვიღაცა სადმე იმუშავებდა როდესღაც, საქმე ისაა რომ ქვეყანა უკან მიდის და ჩვენ ჩვეულებრივი ხალხი ამაზე თვალებს ვხუჭავთ

გიო   (24.02.2021)
ჭონქაძე ხარ ტუ ვიღაცა ხარ მაგ ლოგიკით თალაკვაძე სანდრა რულოვსის ხელის ბიჭი იყო, ვანო ზარდიაშვილი პროკურორის ლაქია იყო ქოცების მაჟორიტარი ჩიგოგიძე მონაწილეობდა ქარტუ ბანკის გაკოტრების საქმესი, მურუსიძე და კლანის მოსამართლეები გირგვლიანის და ყველა გახმაურებული მკვლელობების მოსამართლეები და გამპრავებლები. მანდ დაჭერის ფორმაზეა საუბარი და არა კანონის აღსრულებაზე. როცა ეკონომიკა არ გაქვს და სიღარიბეში არის მთლიანად ქვეყანა, როცა უცხოურ დახმარებაზე ხარ და მის გარეშე დედა გვექნებოდა ნატირები, რომ გაიძახით ვინ კითხავს უცხოელებსო ცოტა არ იყოს უგნურებასთან გვაქვს საქმე რომელიც ქვეყანას აზიანებს და არა ნიკა მელიას

Tyrrt   (24.02.2021)
Aramgonia ro miwvdnen🤣🤣

simartle   (24.02.2021)
GAIXARET dalocvilo adamiano,MAMAC aseti yachagi yavs tetr xalats amofarebuli,NARKOMANI YACHAGI,partbilets amofarebuli xalxis mdzarcveli,MISHAS DOQSOKULI!

ვაკო   (24.02.2021)
სიმართლე გითხრად დავიღალე 30 წელია ვიღაცა ვიღაცის ვიღაცაა ერთი სიტყვით ყველა მატყუარა აფერისტის არაკაცის და ქვეყნის გამყუდველის დედას შევეცი ნებისმიერი პარტიის ეროვნების და აღმსარებლობის ნატო და ევტოჯავშირისა რა გითხრად და წვეყანა კბილებამდეა უკვე ??ღრენში


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )