რეზონანსი
24.02.2021

პოლიტიკოსი ანა დოლიძე ბოლო პერიოდში თავისი პირადი ამბების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. საარჩევნო ციებ-ცხელების დროს თავისი ორსულობა არ გაამხილა, რადგან არ უნდოდა, რომ ეს გამხდარიყო მთავარი თემა. მეუღლის ვინაობას კი ამ ეტაპზეც არ ამხელს. ანა დოლიძეს პირველი ქორწინებიდან მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს, ახლა კი, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა და მეორე შვილს ელოდება. ჯვრისწერა ძალიან ვიწრო წრეში უკვე შედგა.

„ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია და სრულიად აპოლიტიკური ადამიანია. ვინაობას არ გეტყვით, სანამ შევძლებ, ამასაც დავმალავ. ერთმანეთი კარგა ხნის წინ, ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანით. ყველაფერი თავისთავად განვითარდა. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის ჯვარი დავიწერეთ. კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი. მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“, - განუცხადა პოლიტიკოსმა ჟურნალ "სარკეს".

სარკე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ANE   (24.02.2021)
GYAVS NETAV MEYGLE??? axla modashia gachena yqmrod!

ზზზზ   (24.02.2021)
ნეტა ვის აინტერესებს შენი ქმარი განა არა ხალხი ქუჩაში მიტინგის გამართვას აპირებს თუ ანა თან ის ქმარს არ გვაჩვენებსო. ამ ხალხმა სულ გაუბერა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )