რეზონანსი
24.02.2021

უკვე მესამე კვირაა კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს და მკურნალობას გადის. მსახიობი, თებერვლის შუა რიცხვებში, კლინიკაში, ლევან რატიანმა პირადი გადაწყვეტილებით გადაიყვანა. 

როგორც კახის უმცროსი ძმა, იმერი კავსაძე ამბობს, მდგომარეობა უმჯობესდება და მსახიობს რამდენიმე დღეში სახლში გამოწერენ.

"ძნელი სათქმელია, ფილტვების ანთება საიდან დაემართა. ჩვენ ახალგაზრდები აღარ ვართ… ლევან რატიანი იყო მოსული კახის სანახავად. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მოვიდა, ნახა და მაშინვე თქვა, მიმყავს იმიტომ, რომ კლინიკაში მკურნალობა ჯობს და იქ ყოველგვარ კომფორტს შევუქმნითო. ისეთი თვალებით შეხედა, რომ კახი არ გაძალიანებია, გაჰყვა… პატივს სცემს ლევანს. ამ ექიმის ჩვენდამი დამოკიდებულების გამო, მასთან დავალებულები ვართ. ამდენად, რასაც გვეტყვის, ვასრულებთ", - განუცხადა "პრაიმტაიმს" იმერი კავსაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )