რეზონანსი
25.02.2021

ახალ­გაზ­რდა ქალი ქე­თე­ვან გი­ორ­გიშ­ვი­ლი გუ­შინ ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ის, სავარაუდოდ, მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა საქ­მე­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია და უბედური შემთხვევის დეტალები დგინდება:

"ძა­ლი­ან მი­ჭირს და­წე­რა. სა­მა­გა­ლი­თო, გე­ნი­ო­სი გოგო, იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, გერ­მა­ნუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მოღ­ვა­წე, პი­ა­ნის­ტი, ეროვ­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი! ღვთის­ნი­ე­რი, უმან­კო, ან­გე­ლო­ზი! ქე­თე­ვან გი­ორ­გიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი შემ­ზა­რა­ვი და თავ­ზარ­დამ­ცე­მია. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ..." - დაწერა მისმა კოლეგამ მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლმა.

იუ­რის­ტი ქე­თე­ვან გი­ორ­გიშ­ვი­ლი წარ­სულ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და. იყო სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ისნ­ტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ი­ღო დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (გერ­მა­ნია).

გი­ორ­გიშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სფე­რო­ე­ბი იყო სა­მარ­თლის თე­ო­რია, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თა­ლი, სა­პო­ლი­ციო სა­მარ­თა­ლი. ახალ­გაზ­რდა მკვლე­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )