რეზონანსი
25.02.2021

კარდიოლოგი ანზორ მელია შვილის, ნიკანორის შესახებ საუბრობს.

ცნობილი ექიმი აღნიშნავს, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას" მისცა ხმა.

„იცოთ, 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" მივეცი ხმა და ძალიან შევცდი, ახლა ვნანობ. როდესაც დავინახე, სწორი გზით არ მიდიოდნენ, რაც კარგი ჰქონდათ „ნაციონალებს", ის კი არ გააგრძელეს, რაც ცუდი ჰქონდათ, ის კუბში აიყვანეს, მივხვდი, საქმე ცუდად იყო...

2012 წელს, როცა ივანიშვილს მივეცი ხმა, ნიკას ვუთხარი, ხომ დაგერხათ-მეთქი. დამსვა და მელაპარაკა, ივანიშვილი ამას და ამას გააკეთებსო. ყველაფერი ჩამოთვალა, ერთადერთი, მარიხუანას პლანტაცია არ უხსენებია. ვეუბნებოდი, - გიჟი ხარ, ეს კაცი საქართველოს ააყვავებს-მეთქი. აი, ნახავო და ახლა მართლა მრცხვენია, რაც თქვა ნიკამ, ყველაფერი ახდა", - განუცხადა ჟურნალ „გზას" ანზორ მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (25.02.2021)
წინასწარმეტყველია შენი შვილი? სხვის დაკრულზე ცეკვავს,უთავო მხედრის როლშია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )