რეზონანსი
25.02.2021

სამშობლოდან გულის გადასანერგად ინდოეთამდე ჩასული პატარა და საყვარელი ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, კარგად გახსოვთ. პატარას წლისთავზე ბებიამ, თამუნა გლურჯიძემ, ანიტას გარდაცვალების შემდეგ დაწერილი ლექსების კრებული გამოუშვა, რომლის დიდი ნაწილი, სასაჩუქრედ, პრეზიდენტის რეზიდენციამ შეისყიდა.

თამუნა სოციალურ ქსელში იხსენებს, თუ როგორ შეატყობინა შვილმა ანიტას გარდაცვალების უმძიმესი ამბავი…

“დე, გთხოვთ არ ინერვიულოთ. ვეღარ გაუძლო ანიტამ… ანიტა აღარ გვყავს… როგორმე უნდა გადავიტანოთ…”

სულ მარტო ვიყავი მთელი ღამე ოთახში. ახლობლები, ვინც ფეისბუქიდან გაიგო, მირეკავდნენ გამოვალთო. არავინ გავიკარე. დედაჩემს უკვე ეძინა და მინდოდა ეს ბოლო ღამე მაინც არ ჩამემწარებინა მისთვის. მას ხომ ეგონა, რომ ანიტა ჩვენთან იყო. დილით ჯერ მე ვეტყვი და მერე მოდით-მეთქი, ყველას ასე ვპასუხობდი.

მთელი ღამე (თვალსაც რომ ვერ მოვხუჭავდი, ამას თქმაც არ უნდა) იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეთქვა დედაჩემისთვის. დილით, ხმა რომ გავიგე, რომ ადგა, დავუძახე. რომ შემოვიდა მოვატყუე, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. სასწრაფოს გამოვუძახოთო, შეშინდა. ახლაღა ვხვდები, ალბათ, ისე გამოვიყურებოდი მთელი ღამის (და მანამდე თვეების) ნატანჯი, მართლა ვგავდი ავადმყოფს. უცებ ხელი ჩავჭიდე და ვუთხარი, მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო-მეთქი. გაუკვირდა, როგორო?! შენი გვერდით ყოფნა მჭირდება, ანიტა აღარ გვყავს და შენ უნდა გადამატანინო, თორემ ვერ გავუძლებ-მეთქი. გაშრა, გაქვავდა, მაგრამ ისე შეეშინდა მეც არ გამოვცლოდი ხელიდან, თავს შეუძახა.

დღემდე სჯერა, რომ მე მჭირდებოდა მისი გვერდით ყოფნა, რომ გადამეტანა, მე კი ეს იმიტომ ვუთხარი, რომ მას გადაეტანა როგორმე.

რა ვქნა, ასე მესმის გაფრთხილება ადამიანის, ვინც გიყვარს. არ ვიცი, უნდა დამეწერა ეს, თუ არა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ვიღაც რომ გვტოვებს, ეს ხომ რამხელა ტრაგედიაა, მაგრამ ეს რომ უნდა უთხრა და როგორ უნდა უთხრა მისი ოჯახის წევრს, ეს კიდევ ცალკე ჯოჯოხეთია.

გაუფრთხილდით, ვინც გიყვართ, სასწაული ბედნიერებაა ასეთი ადამიანები და დატკბით მათთან ყოველი წუთით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ელე ელე   (26.02.2021)
გუშინდელ დღესავით მახსოვს ანიტას გარდაცვალება უსასრულოდ ამივარდა ტირილი ცრემლს ვერ ვიკავებდი. ისე ცუდად გავხდი ასე დამათენდა თავს. დილას კი უბედურება დამატყდა თავს დავკარგე ძმა უმძიმეს პირობებში სხვას არაფერს ვიტყვი აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ვინც გვიყვარს გაუფრთხილდეთ ყველაზე მეტად მესმის თქვენი გამძლეობა მოგცეთ უფალმა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )