რეზონანსი
26.02.2021

ანზორ მელიამ შვილისთვის სახელის შერქმევის ისტორიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას ბაბუის სახელი ჰქვია.

„მამაჩემს ერქვა ნიკანორი, იყო ჩაის ფაბრიკის დირექტორი დასავლეთ საქართველოში. ომშიც არ წაიყვანეს იმიტომ, რომ სჭირდებოდათ სპეციალისტები. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ნიკანორი არის ბერძნული სიტყვა და გამარჯვების მომასწავებელია. 

როცა დაიბადა ნიკა დავარქვი ნიკანორი. მე-7, მე-8 კლასში რომ იყო სულ მეჯუჯღუნებოდა სახელზე - რა არის, ჩემს შვილს რომ ანზორი დავარქვა მოგეწონებაო?

მე ვუთხარი, რომ ეს არის გამარჯვების მომასწავებელი სახელი და შენ ნახავ, სულ როგორი გამარჯვებული იქნები-მეთქი მთელი ცხოვრება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )