რეზონანსი
26.02.2021

 ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბის გამო, თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მოყი­ნუ­ლი გზე­ბის გამო ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია ექ­მნე­ბათ. ქა­ლა­ქის მე­რია კი იუ­წყე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ გზე­ბის გა­საწ­მენ­დად და ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 200 ტო­ნა­ზე მეტი ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი იყ­რე­ბა.

ორი დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტექ­ნი­კურ მა­რილს ხე­ლით ყრი­ან "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. კომ­პა­ნი­ამ ამის გამო გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო რომ, ყვე­ლა ქუ­ჩა­სა და ტრო­ტუ­არ­ზე, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და მეტ­რო სად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლებ­ში, ასე­ვე, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დებ­ზე, ვერ მოძ­რა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და ასეთ ად­გი­ლებ­ში მა­რი­ლი იყ­რე­ბა ნიჩ­ბით, ან ხე­ლით.

მოყი­ნუ­ლი გზე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის თე­მას კახა კა­ლა­ძე ფოტოშარ­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. თბი­ლი­სის მე­რის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფოტომონ­ტა­ჟი, რო­მელ­ზეც კახა კა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი თურ­ქი მზა­რე­უ­ლის, ნუს­რეთ გოქჩეს სტილ­ში ყრის მა­რილს.

გამოხმაურება სოციალურ ქსელში:

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )