რეზონანსი
26.02.2021

ჟურნალისტი ნინო შუბ­ლა­ძე დის, სოფო შუბ­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია! არა, უსა­მარ­თლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი! ესეც მისი ბოლო ცეკ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში! იქე­და­ნაც ჩვენ გვამ­ხნე­ვებ­და! გული მეწ­ვის ისე მე­ნატ­რე­ბა! ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი გოგო" - წერს ნინო შუბ­ლა­ძე და "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც დამ კლი­ნი­კაშ ყოფ­ნის დროს გა­მო­უგ­ზავ­მა.

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის მძი­მე ფორ­მებ­ში გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, სოფო შუბ­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თრომ­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

სოფო შუბ­ლა­ძე 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და მოზ­რდილ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და პრეს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის წო­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )