რეზონანსი
26.02.2021

Georgian Airways-ის ყოფილი კომერციული დირექტორი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში თავისი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევა, ამ პოსტში დათრგუნული ჩანს. შარშან კოვიდი გადაუტანია და როგორც წერს, ისევ აქვს არასახარბიელო სიმპტომები…

თამუნა თანდაშვილი: – ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, დამემართა კოვიდი.

ისევ მცვივა თმა, მაქვს მეხსიერების პრობლემები, უენერგიობა და შიში, რომ ისევ არ დამემართოს.

შიში, რომ ისევ აქტიური ცხოვრება, რომელიც მქონდა, სადღაც წარსულში დარჩა და მხოლოდ სახლში უნდა ვიკითხო და ვიმეცადინო.

ყველა გამამხნევებელი სიტყვა მახსოვს და დავაფასე.

ახლა რომ იხსნება ყველაფერი, შიში ამეკვიატა მეც და ბევრს და არ ნიშნავს, რომ უმადური მოქალაქეები ვართ, ფობიები დაგვჩემდა….

გუშინ მთელი ჩემი სამეგობრო “ფიდი” ახალგაზრდა გოგოს ტიროდა…

კოვიდი გვართმევს საყვარელ ადამიანებს და ჩვენს ლაღ ბუნებას ამიწებს ბეტონის სახლებში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )