რეზონანსი
06.04.2021

ზუკა ხუციშვილი „ფარულ კონვერტს" სტუმრობდა. გიო ხუციშვილის უმცროსმა ვაჟმა ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა ია ფარულავასთან.

ტელეწამყვანმა ზუკა ხუციშვილს ჰკითხა ერთი ცნობილი ადამიანის შესახებ, რომელმაც გიოს წლების წინ ძალიან ატკინა გული. ამის შესახებ გიოს არასდროს არავისთვის არაფერი უთქვამს, თავისი შვილის გარდა. ეს საიდუმლო მან შვილს სიკვდილის წინ გაუმხილა. კონვერტზე მისი სახელი და გვარი დაუწერეს... ზუკამ კონვერტი გახსნა, მაგრამ საჯაროდ მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და კონვერტი დაწვა.

„როგორც თქვით, ისე იყო ყველაფერი, მაგრამ რეალურად, არა მგონია, ადამიანები ამქვეყნიდან სინანულის გარეშე მიდიოდნენ. გიოს ცხოვრებაში სულ რამდენიმე ადამიანი იქნებოდა, ვისგანაც გული ეტკინა. ბოღმას არასდროს იდებდა გულში. მოდი, ბოღმასაც არ გავაღვივებ და არც ღირს... გიოს ცხოვრებაში სიკეთის მეტი მართლა არაფერი იყო. ნაღდად არ ღირს ამ ამბის გამხელა. გიოს არ მოეწონებოდა..."- ამბობს ზუკა ხუციშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )