რეზონანსი
06.04.2021

"ვმალავდით, რომ ზურა ჩვენი მამაა არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით" - ამბობს მამის გახსენებისას მისი ქალიშვილი ნუცა

მან და­ტო­ვა ზღვა სიყ­ვა­რუ­ლი და უამ­რა­ვი სი­კე­თე. ის იყო ვაჟ­კა­ცო­ბის, მა­მო­ბის, მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლო. ნაღ­დი თბი­ლი­სე­ლი კაცი თავ­მდაბ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ალალ­სა და გულ­წრფელს, ადა­მი­ა­ნი-მაგ­ნი­ტი შე­არ­ქვეს. ხალ­ხმა შე­იყ­ვა­რა გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის მქო­ნე მომ­ღერ­ლის ჰი­ტე­ბი... სიმ­ღე­რა "მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი" 21 წლი­სამ იმ­ღე­რა პირ­ვე­ლად და მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­და. ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია და ნუცა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მე­უღ­ლე­სა და მა­მა­ზე - ზურა დო­ი­ჯაშ­ვილ­ზე ყვე­ბი­ან... მა­გა­რი მამა და ბა­ბუა იყო - ამბობს იგი.

როგორც ნუცა ყვება, „მა­მას გა­რეთ რო­გორც ახა­სი­ა­თე­ბენ, ზუს­ტად ისე­თი იყო სახ­ლშიც. მისი სიმ­კაც­რე არ მახ­სენ­დე­ბა. ჩვენ­თვის დედა იყო ყო­ველ­თვის მკაც­რი და მა­მას­თან საშ­ვე­ლად მივ­დი­ო­დით, თუ რამე ისე­თი ხდე­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში მა­მას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დით სა­სე­ირ­ნოდ. უნ­დო­და, რომ კონ­ცერ­ტებ­სა თუ ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და ჩვენც ყველ­გან დავ­ყვე­ბო­დით.

„იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ვმა­ლავ­დით ხოლ­მე, რომ ზურა ჩვე­ნი მა­მაა: გვე­რი­დე­ბო­და, არ გვინ­დო­და, ვინ­მეს ეფიქ­რა, რომ რა­მით გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ეს უფრო ბავ­შვო­ბა­ში ხდე­ბო­და. მამა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნო­ბის მა­გა­ლი­თი იყო. მინ­და, ჩემი შვი­ლიც ისე გავ­ზარ­დო, რო­გორც ის მზრდი­და. დღემ­დე მახ­სოვს, მამა რა რჩე­ვებ­საც მაძ­ლევ­და. მისი და­რი­გე­ბა ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის, ხში­რად მი­მე­ო­რებ­და: ადა­მი­ა­ნებ­ში ყო­ველ­თვის კარ­გი ეძე­ბე და ცუდს არ მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბაო. არ უყ­ვარ­და, როცა და­ვუშ­ვათ, ვინ­მეს ვაკ­რი­ტი­კებ­დი. ამა­ზე გვი­კა­მა­თია კი­დეც და მე­ტყო­და ხოლ­მე: ნუცა, და­ა­ნე­ბე თავი ასეთ სა­უ­ბარ­სო... ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც მამა ცხოვ­რობ­და - კარგ თვი­სე­ბებს ვე­ძებ ყვე­ლა ადა­მი­ან­ში. ძა­ლი­ან მა­გა­რი მამა იყო და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ბევ­რად უფრო მა­გა­რი ბა­ბუა იყო. მათ­ზე გიჟ­დე­ბო­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი იყო: დიდ­თან - დიდი, პა­ტა­რას­თან - პა­ტა­რა“.

ზურა დოიჯაშვილის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია: „შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან (10 წლის ან­დრია, 8 წლის ლი­ზი­კო, 2 წლის ლუკა) გარ­თო­ბა მოს­წონ­და, თა­მა­შობ­და მათ­თან, გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. ახ­მო­ვა­ნებ­და სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნაჟს, ყურს ისე "და­იტ­რი­ა­ლებ­და", თით­ქოს ხმას გა­მოს­ცემ­და. ეს ფო­კუ­სი ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ბავ­შვებს და გა­მე­ო­რე­ბას ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ლუკა ის­რა­ელ­ში და­ი­ბა­და. ზუ­რამ ბავ­შვს სიმ­ღე­რა და­უ­წე­რა და როცა უმ­ღე­რო­და, პა­ტა­რა ლუკა გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და. მერე ბავ­შვი თვა­ლე­ბით ითხოვ­და ხოლ­მე, რომ ბა­ბუ­ას ემ­ღე­რა. სა­ნამ შე­ეძ­ლო, ზურა უკ­რავ­და და სულ ამ­ბობ­და, ამას სმე­ნა ექ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად იმ­ღე­რებ­სო.

„უნ­დო­და, შვი­ლიშ­ვი­ლებს მუ­სი­კა ეს­წავ­ლათ, გი­ტა­რა­ზე და­ეკ­რათ, ემ­ღე­რათ. ზუ­რას სურ­ვი­ლი იყო, შვი­ლებ­თან ერ­თად სიმ­ღე­რა ჩა­ე­წე­რა, მაგ­რამ ეს არ მოხ­და... ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს ლი­ზას, ის მუ­სი­კა­ზე და­დის და ვნა­ხოთ, თუ მო­ინ­დო­მებს სიმ­ღე­რას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )