რეზონანსი
06.04.2021

ვერძი

შეგიძლიათ ნებისმიერ სფეროში შეიტანოთ ცვლილებები ისე, როგორც გონება გიკარნახებთ, მაგრამ მოერიდეთ ამას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ახლა თქვენი სწრაფვა სიახლეებისკენ მეტად გამძაფრებულია.

კურო

შესაძლოა საინტერესო საქმიანი წინადადებით მოგმართონ. არ აჩქარდეთ გადაწყვეტილების მიღებისას, გაუთვალისწინებელმა დეტალებმა შესაძლოა უსიამოვნებები და დანაკარგები გამოიწვიოს.

ტყუპები

გამოიჩინეთ სიმშვიდე და მოთმინება. რაც უფრო მეტ გულისხმიერებასა, თავმდაბლობასა და დაკვირვებულობას გამოიჩენთ, მით უფრო ნაყოფიერი და წარმატებული დღე გექნებათ.

კირჩხიბი

შექმენით მშვიდი გარემო და გაერიდეთ ცნობისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც თავს გაბეზრებენ ათასგვარი შეკითხვებით, ასეთ შემთხვევაში ძალიან წარმატებული და შედეგიანი იქნება თქვენი საქმიანობა.

ლომი

ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და რისკის, მოიფიქრეთ რაიმე ახალი, დანერგეთ ინოვაციური მეთოდები. ეს დრო ხელს უწყობს ინვესტირებასაც. შანსი გეძლევათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ქალწული

იაქტიურეთ, არის ალბათობა რაიმე შემთხვევითობის წყალობით სრულიად დადებითად წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და უნარი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და მარტივად გადაჭრათ ძველი პრობლემები.

სასწორი

დიდი ალბათობით სხვათა პრობლემების მოგვარებით იქნებით დღეს დაკავებული და საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა თქვენს გეგმებში. შეეცადეთ მშვიდად შეხვდეთ მოულოდნელოებს.

მორიელი

დაფიქრდით და გააანალიზეთ რა არ მოგწონთ თქვენს საქმიანობაში და დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ მოულოდნელ იღბლიანობაზე, იზრუნეთ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე და სიახლეებზე, შემოქმედებითად მიუდექით ყველაფერს

მშვილდოსანი

იღბალი თქვენს მხარესაა და გამოიყენეთ ამ დღის შანსები სასიკეთოდ, მხოლოდ მიიღეთ მხედველობაში, რომ ყველაფერში კანონი და სამართლიანობა უნდა დაიცვათ და თქვენს უფლებებს არ გადაამეტოთ.

თხის რქა

თუ გონივრულად და მშიდად იმოქმედებთ, ნებისმიერი უსიამოვნო შემთხვევისგან მოახერხებთ თავის დაძვრენას. დაიცავით თქვენი უფლებები, მაგრამ მხოლოდ სამართლიანობის გზით.

მერწყული

მატულობს გაუგებრობების ალბათობა კოლეგებთან თუ თანამშრომლებთან. მნიშვნელოვანია მოახერხოთ მათთან გულახდილი საუბარი, რათა გაფანტოთ ეჭვები და უნდობლობა ერთმანეთის მიმართ.

თევზები

კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. რაც მეტად წარმოაჩენთ თქვენს კომერციულ და ბიზნეს უნარებსა და მოქნილობას, მით მეტი შანსი გაქვთ მიიღოთ დიდი სარგებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )