რეზონანსი
15.04.2021

ცნო­ბილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ირმა შა­რი­ქა­ძემ „ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „პირ­ველ ხაზ­ში" მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის აღი­ა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ წლე­ბის წინ, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან ისიც იყო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, რის გა­მოც, 8 თვის შვილ­თან ერ­თად, სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა.

„გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, დღე­ვან­დე­ლი მოს­ვლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო ის, რომ გა­მო­მეთ­ქვა, არა მხო­ლოდ მხარ­და­ჭე­რა და სო­ლი­და­რო­ბა ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის­თვის, არა­მედ მეთ­ქვა, რომ მეც მქონ­და რა­ღა­ცით მსგავ­სი ის­ტო­რია, წა­მო­ვე­დი ჩემი შვი­ლის მა­მის­გან იგი­ვე მი­ზე­ზით, უბ­რა­ლოდ, ამა­ზე აქამ­დე არას­დროს მი­სა­უბ­რია.

მცე­მა, რო­დე­საც ჩემი შვი­ლი რვა თვის იყო, ახლა ჩემი შვი­ლი 21 წლი­საა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნი­ნუ­ცას მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქონ­და, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია... დიდი სტრე­სია ის მო­მენ­ტი, როცა ცდი­ლობ წახ­ვი­დე იმ სახ­ლი­დან, სა­დაც შენ­ზე ძა­ლა­დო­ბენ, როცა გგო­ნია, რომ თუ რა­ღაც არას­წო­რად გა­ა­კე­თე, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ შემ­თხვე­ვით მოგ­კლას კი­დეც...

ძა­ლა­დო­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა რომ გან­მე­ორ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში აღარ მოხ­დე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, წა­სას­ვლე­ლი არ­სად მქონ­და, მაგ­რამ ასე „არ­სად" წა­მო­ვე­დი ში­ნი­დან მა­ინც, ბავ­შვით ხელ­ში, მა­შინ 20 წლის ვი­ყა­ვი, სამ­წუ­ხა­როდ, ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში ვი­ყა­ვი, არ შე­მეძ­ლო მეთ­ქვა, - მიშ­ვე­ლეთ - მეთ­ქი, ჩემ­ზე ძა­ლა­დობ­და სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ" - განცხადა ირმა შარიქაძემ. 

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×