რეზონანსი
15.04.2021

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე მსახიობ ბესო ზანგურის გარშემო ამტყდარი სკანდალის შესახებ ამბობს, რომ საკითხი გამოძიებას და გარკვევას საჭიროებს, თუმცა ძალადობაში მამხილებელი ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ნაამბობში ეჭვი ეპარება.

„ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?", - ამბობს ბოლქვაძე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, - „ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პიანისტი დეპუტატი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასაც გამოექომაგა და განაცხადა, რომ სტურუას მხრიდან სავარაუდო მოძალადის მხარდაჭერა და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე საჯარო თავდასხმა ძალადობის წახალისებად ვერ შეფასდება.

„ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი", - განაცხადა ბოლქვაძემ, - „იმ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×