რეზონანსი
07.05.2021

გადაცემა „ყვითელი ყუთის" სტუმარი პოლიტიკოსი ეკა ბესელია იყო, რომელსაც მისი ცხოვრების ტრაგიკული სიყვარულის შესახებ პირველად ისაუბრა.

„პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ის პერიოდი ჩემთვის რთული იყო, რადგან მაშინ პირველი ოჯახი დამენგრა. ის ადამიანი ძალიან დამეხმარა. როგორც დამწყებ იურისტს, მასწავლიდა როგორ უნდა გამევლო სირთულეები. ეს იყო სულ 8-9 თვე. მაგრამ ეს იყო იმდენად დიდი პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული.... დამოკიდებულება მსგავსი არაფერი მინახავს. ის ადამიანი ცხრა თვეში გარდაიცვალა. ის იმ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. ეს ისეთი სტრესი იყო. მე იმ დროს 25 წლის ვიყავი მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი მაშინ, ვინც შეიძლება მყოლოდა, ვისაც ყველაზე ძალიან ვუყვარდი,"- ამბობს ეკა ბესელია.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ეს პერიოდი მისთვის ყველაზე რთული იყო.

როგორც მან გადაცემაში ისაუბრა, ამ კაცის დისშვილი ციხიდან გამოიყვანა, რამაც პოლიტიკოსი უფრო გააძლიერა.

პირველი, რამაც ამ სტრესიდან გამომიყვანა გამახსენდა, რომ ციხეში დისშვილი ჰყავდა, რომელსაც იცავდა. ვერ მოასწრო მისი ციხიდან გამოყვანა. ვერ ვდგებოდი ფეხზე, ამისთვის ავდექი და ფეხზე დავდექი. რამდენიმე თვეში ციხიდან გამოვიყვანე. რაღაც არამიწიერი, რომ გეხმარება," - ამბობს ეკა ბესელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×