რეზონანსი
07.05.2021

რუსა მერაბიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ლექსებით გაიცნო, აღდგომა დღეს მძიმე სენით გარდაიცვალა. ის ემიგრანტი იყო. თაყვანისმცემლები და მეგობრები რუსას მისივე ლექსების სტრიქონებით ემშვიდობებიან.

,,ჩემო რუსააა… ვერ ვმშვიდდები, გოგო… ვერ ვეგუები ამ სილამაზის დამიწებას… რამდენი ვილოცეთ შენი სულისთვის, რომ არ ჩამქრალიყო შენს გულში მზე!..

წუხელ დილის ექვს საათამდე შენს ხმოვან გზავნილებს ვუსმენდი… სულ რამდენიმე დღის წინ თურმე სული ამოგდიოდა და ჰოი, საოცრებავ, ბოდიშს მიხდიდი, ყურადღებას ვერ გაქცევთო…

თურმე მემშვიდობებოდი და რას ვიფიქრებდი, რომ აღდგომა დღეს ანგელოზივით გაგვიფრინდებოდი… სიკვდილამდე მეყვარება შენი სიფრიფანა სული…” – წერს მეგი მოლოდინი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×