რეზონანსი
07.05.2021

34 წლის მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და. ის ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მასწავლებელი იყო.

მე­დი­კო­სებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალი ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­შო­ბი­ა­რეს, თუმცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პა ჩვი­ლი, გუშინ კი დედაც გარდაიცვალა.

ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის გვერ­დი გარდაცვლილი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ სამძიმრის წერილს აქ­ვეყ­ნებს.

"ფო­ლა­და­ანთკა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის, სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი­სა და მე­გობ­რის, მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო მა­ი­კო, ჩვე­ნო უდი­დე­სო ტკი­ვი­ლო, რო­მე­ლი სი­ტყვე­ბი გა­მო­ხა­ტავს იმ უკი­დე­გა­ნო ტკი­ვილს, რა­საც შენი და­კარ­გვით გან­ვიც­დით პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შენ­თვის და შენი პა­ტა­რას­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით, ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­წუთს ვა­ი­მე­დებ­დით და დღემ­დე გვჯე­რო­და რომ და­ა­მარ­ცხებ­დით ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას. თუმ­ცა დავ­მარ­ცხდით შენ ვე­ღარ გა­უ­ძე­ლი ამ ბრძო­ლას და და­ნებ­დი... ამ­ბო­ბენ ღმერ­თის ნე­ბაა ყვე­ლა­ფე­რიო და ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს თქვე­ნი უმან­კო სუ­ლე­ბი...,“ -წერია სკოლის გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×