რეზონანსი
08.05.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე ეხმიანება:

"მგონი ერთადერთი ვარ ოპოზიციიდან, ნიკა მელია ციხეში რომ არ მომინახულებია.

პ.ს. სიზმარში რომ ვნახე მელია ამ ერთი თვის წინ და დავწერე, იმისთანა გნიასი ატყდა, ბოტებ-ტროლების და მათ აყოლილი პირების მიერ, რომ ახლა ცხადში რომ ვნახო, წარმომიდგენია, რა ამბავი მოყვება.

ასე, რომ - არ ვნახავ. თუმცა, რომ გამოხვალ ციხიდან ნიკა, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს", - წერს ნატო ჩხეიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×