რეზონანსი
09.05.2021

შატილში ტრაგიკულად გარდაცვლილი 25 წლის დეა დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს.

„სანამ ცოცხალი ვარ შენ სულ ჩემთან ხარ დე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სადაც არ უნდა ვიყო – შენი სახე მიდგას წინ, შენი ხმა მესმის, შენი წკრიალა ხმა. დღე არ არსებობს 23 აგვისტოს გარეშე, იმ დაწყევლილ მანქანას ვხედავ, იქ ვარ, იქ ვზივარ, ვცდილობ ხელი შევუშალო კატასტროფას, იქნებ კლდისკენ მოხვევა მოახერხოს ან ხეებში გაიჭედოს და ყველანი გადარჩეთ! არ გამომდის! ვერ ვაჩერებ აწყვეტილ მექანიზმს, ის კი არ მიდის – მიფრინავს უფსკრულში, და შენი თბილი გულისცემა ჩერდება! შენ იმდენი სიკეთე, სითბო და სიყვარული დატოვე დე, მუდამ გამათბობ, რამდენიც არ უნდა ვიცოცხლო! სიკვდილმა შენ ვერაფერი დაგაკლო, შენ ცოცხალი ხარ! არც არასოდეს მოკვდები! შენ იმ მარადისობის ნაწილი ხარ, სადაც სიკვდილი არ არსებობს!

მიყვარხარ ჩემო ულამაზესო ფერია! აღდგომას და თომას კვირას ერთად გილოცავ ჩემო ტკბილო და მოსიყვარულე გოგო! მედეა, ქრისტე აღდგა,“ – წერს დეა დევსურიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×