რეზონანსი
11.05.2021

მსახიობი თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას ეხმიანება და წერს მისი წონის შესამჩნევი კლების შესახებ. პოლიტიკოსმა 77-დღიანი პატიმრობისას 24 კილო დაიკლო. როგორც თავად ამბობს, ერთხელ ჭამდა, ძირითადად, მჟაუნას სუპს.

„მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“ - დაწერა თამარ ლეკვეიშვილმა. 

იუმორისტის ამ სტატუსმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის…“ - კომენტარებიში აღნიშნა კობა ბარათელმა.

„მაგიტომ არ იხდიდა გირაოს. იცოდა, რომ კარგ ტანს დაიყენებდა, უგულავა ჰყავდა მაგალითად“ - დაწერა "კომედი ჯგუფის" კიდევ ერთმა მსახიობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×