რეზონანსი
12.05.2021

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე სადაშვილთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ წერს:

„სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ „პოლის ჯოხი“ რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს….

კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.

როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.

ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ.

(გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა)“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×