რეზონანსი
12.05.2021

ქართველი ემიგრანტებისთვის ინტერნეტტელევიზიის დამფუძნებელს, იგივე "ემიგრანტების იმედს" - შოთო სიხარულიძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით,  შოთოს გულის შეტევა დაემართა და კლინიკაში გადაიყვანეს. 

სიხარულძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალები არ ვრცელდება, თუმცა შოთო ფეისბუქ გვერდზე თავად ავრცელებს მოკლე მიმართვას და მადლობას უხდის ბათუმის ექიმებს. ამით დასტურდება, რომ "ემიგრანტების იმედს" ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მართლაც აქვს სერიოზული პრობლემა, თუმცა იგი კონტაქტურია და სავარაუდოდ, თავს შედარებით უკეთ გრნობს.

"მადლობა სასწრაფოს ექიმებს განსაკუთრებით მაკა რამიშვილს. #ბათუმის #სასწრაფო" - დაწერა ცოტა ხნის წინ შოთო სიხარულიძემ.

გულშემატკივრები  შოთოს მიმართვას ეხმაურებიან და ჯანმრთელობას და მშვიდობას უსურვებენ:

"უფალი გფარავდეს ჯანმრთელობას გისურვებთ"

"უფალმა ჯამრთელად გამყოფოთ"

"ემიგრანტების ლოცვა გადაგარჩენს შოთო"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×