რეზონანსი
14.09.2021

მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი „ფარულ კონვერტში“ ბავშვობას იხსენებს. ამბობს რომ იყო ხუთოსანი, რადგან სჯეროდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარგად ისწავლიდა, მშობლები არასდროს გარდაეცვლებოდა.

„მეექვსე, მეშვიდე კლასამდე სკოლაში კარგად ვსწავლობდი. იმიტომ არა, რომ სწავლა მიყვარდა. რატომღაც გავიაზრე, რომ დედ-მამა რაღაც პერიოდში შეიძლებოდა გარდაცვლილიყვნენ

და ძალიან მოვიწყინე და დავსევდიანდი მაშინ.

დედას თვალცრემლიანმა რომ ვუთხარი, შენ და მამა რომ დაბერდებით, უნდა გარდაიცვალოთ-თქო? არა, დედა გენაცვალოს, შენ თუ კარგად ისწავლი, ჩვენ არასდროს მოვკვდებითო, მიპასუხა. ამ სიტყვებში ხსნა და შველა ვიგრძენი – მე თუ ხუთოსანი ვიქნებოდი და დედას გავახარებდი, დედაჩემი არასდროს გარდაიცვლებოდა და სულ მეყოლებოდა. სანამ მეექვსე კლასამდე გავიაზრე, ჩემთვის ყოველი 5-იანი იყო დედის სიცოცხლის დღე ნაჩუქარი. კედელზე იყო ხუთოსნების დაფა და მე და ჩემი და ვეკიდეთ“, – იხსენებს გიორგი გილიგაშვილი.

ის ასევე იხსნეებს ბავშვობის მძიმე მოგონებას, როდესაც სიკვდილზე პირველად იფიქრა.

პირველად სიკვდილზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც ჩემი პატარა მეგობარი, დათუნა გეთიაშვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. პირველად მაშინ ვიგრძენი ეს ტკივილი, საოცრად დიდი გულის მქონე ბავშვი იყო. მზად იყო რაც მომწონდა, ყველაფერი ეჩუქებინა.

ბურთი აუვარდათ სახურავზე, სადაც მავთულები იყო და დენი იქიდან გადავიდა. დღემდე დიდი სიყვარული და ტკივილი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი“, – ამბობს გილიგაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×