რეზონანსი
14.09.2021

საფ­რან­გეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი წერს, რომ დიდ ბრიტანეთში 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია ნებადართული გახდა.

"ანტივაქსები, ასევე ზოგი ექიმი აქტიურად და არაკეთილსინდისიერად ( უნდა ითქვას რაც სათქმელია) იყენებდნენ, საკუთარი უპასუხისმგებლო პოზიციების გასამაგრებლად, დიდ ბრიტანეთში გამართული დისკუსიის დროს გამოთქმულ აზრს, 12 წლიდან მოზარდების აცრის წინააღმდეგ გამოთქმულს.

არადა, "ავიწყდებოდათ" (როგორც ყოველთვის) მთავარის მითითება, რომ ეს არ იყო ხელისუფალთა ოფიციალური აზრი, სხვა მოსაზრებებიც არსებობდა და ერთ ერთ პოზიციას საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებად ასაღებდნენ, ყველასთვის სამაგალითო რომ უნდა გამხდარიყო.

ხოდა, საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული.

12 წლის ასაკიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ოფიციალურად ნებადართულია დიდ ბრიტანეთში. წავა ახლა ამათი გინებაც...", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი "ფეისბუქში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×