რეზონანსი
24.09.2021

რეალთი შოუ „ჯეო-ბარი 2007“-ს გამარჯვებულ დეა ადამიას დედა გარდაეცვალა. იგი თითქმის ერთი თვე ებრძოდა კორონავირუსს.

„ჯალათებო გაემზადეთ დედაჩემის ორმოცამდე ჩემი დედა ბატონის სული გაგიყოლებთ… ეს იქნება საყოველთაო სიმართლის ზეიმი! მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება! ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან… ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.

თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა! დაიცავით თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე და უფლებები!“ – წერს დეა ადამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×