რეზონანსი
24.09.2021

ანრი ჯოხაძე ამბობს, რომ დედამისი, რუსუდან ჩხაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობდა. 

მომღერლის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში რუსუდან ჩხაიძის დარწმუნება ვერც მან და ვერც ვერავინ მოახერხა, სანამ ტელეფონზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ არ დაურეკა. 

როგორც ანრი ამბობს, დედამისი ფხაკაძის ლაივჩართვებს ხშირად უყურებდა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღო, ფხაკაძისთვის ეთხოვა დედამისი აცრაზე დაეთანხმებინა. 

“ფაქტობრივად, ომი გვქონდა სახლში, სირცხვილით ვერ ვამბობდი, როგორ გამოხატავდა ამ პროტესტს რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ ფხაკაძის ლაივებს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ოჯახში გიორგი ფხაკაძეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მე. 

ვიდეოქოლით დარეკა გიორგიმ და ეს გაგიჟდა, ხომ გინახავთ, ვარსკვლავებს რომ ეთაყვანებიან, ასეთი შოუ მოაწყო რუსუდანმა. მოეფერა, მოიკითხა, უთხრა, რომ 24 საათი მას უსმენს. მადლობა გიორგის, მან გადამარჩინა. აუხსნა, რომ დელტა შტამი ძალიან საშიშია. რომ დაგემართოთ კოვიდი აუცილებლად მოკვდებითო. მახსოვს, დარეგისტრირებულიც არ ვიყავით, უკვე თმას იღებავდა და ასაცრელად მირბოდა”, – ამბობს ანრი ჯოხაძე “პრაიმშოუში”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×