რეზონანსი
24.09.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასა და ბუსტერ დოზების გამოყენებაზე რეკომენდაციას აქვეყნებს.

"12 -15 წლის რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტიგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში!

6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია...) ხალხისთვის!

პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული!" - წერს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება. რიგმა ქვეყნებმა ბავშვებში ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, ამერიკის FDA-მ კი "ფაიზერის" ბუსტერ დოზის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×