რეზონანსი
13.10.2021

მსახიობმა იუნა შაფათავამ "პრაიმ შოუს" ერთ-ერთი გადაცემა გადააზიარა და დააწერა, რომ 26 მაისს, ნინი ბადურაშვილი სისხლის ტბაზე მღეროდა. ნინი ბადურაშვილს ამჟამად გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია, ხოლო კონკრეტულად იმ ტელეეთერში საუბარი მიმდინარეობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში წამების საზარელ შემთხვევებზე.

„ამ ეთერზე შემზარავი არ არის... 26 მაისს, სისხლის ტბაზე ბადურაშვილი მღეროდა. სუხიშვილებმა რომ სისხლზე ცეკვაზე უარი თქვეს! მე მახსოვს! თქვენ რამ დაგავიწყათ! ცეკვის გამო შიმშილობდნენ პატიმრები და კლავდნენ ცემაში. გამოიფატრეს მუცლები, წამება რომ მორჩენილიყო… მიშაზე როგორ უნდა ინერვიულო, თუ ქართველი ხარ და ადამიანი?“, - წერს იუნა შაფათავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×