რეზონანსი
13.10.2021

"სა­წყა­ლი უგუ­ლა­ვას შემ­დეგ აკ­ვი­ა­ტე­ბა ჩემ­ზე და­ე­წყო. ახლა და­ვაკ­ვირ­დეთ, რამ­დენ პოსტს მო­მი­ძღვნის...“ - ეს სტა­ტუ­სი ჟურ­ნა­ლისტმა ეკა კვე­სი­ტა­ძემ მას შემ­დეგ და­წე­რა, რაც თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა თაკო ჩარ­კვი­ანს შე­ა­და­რა.

"ეს და კვე­სი­ტა­ძე რომ მო­ღა­ლა­ტე­ებ­ზე ტანტრუ­მე­ბით გა­და­ი­ქან­ცე­ბი­ან, მერე ეგებ პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­საც მივ­ხე­დოთ...“ - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და თაკო ჩარ­კვი­ა­ნის სი­ტყვებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს:

"ვუს­მენ­დი და ვფიქ­რობ, აი, ბო­კე­რია მა­ინც სულ სხვაა. ღა­ლა­ტის ხა­რისხში პირ­ვე­ლო­ბას მა­ინც არ თმობს?! ნუ, რა­ღა­ცა­ში ხომ უნდა იყოს პირ­ვე­ლი! პო­ლი­ტი­კო­სე­ბო, "კე­თილ­შო­ბი­ლე­ბო", ეს აქ­ცია 14-ში, პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის კი არა, მო­შიმ­ში­ლე და­ჭე­რი­ლი კა­ცის - მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სო­ლი­და­რო­ბის­თვის აქ­ცი­ა­აა! რა უბე­დუ­რე­ბა გჭირთ, რა?!“

ეკა კვე­სი­ტა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუსს კო­მენ­ტა­რებ­ში თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თა.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი: "მშურს შენი და უგუ­ლა­ვა­სი და გა­და­გე­კი­დეთ, მინ­და, რომ თქვენ­ნა­ი­რი ვიყო და რომ არ გა­მომ­დის, და­ვი­ბოღ­მე".

ეკა კვე­სი­ტა­ძე: "მე ის მიკ­ვირს, ამ­ხე­ლა მი­ქა­ლან­ჯე­ლო ქალი ჩვენ­ზე რომ ცდე­ბი და ახალ-ახალ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ არ აქან­და­კებ! ასე არ გა­მო­ვა პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გის აწე­ვა!"

იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მას­ზე არ ცდე­ბა, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა სა­ლონ­ში პრო­ცე­დუ­რის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×