რეზონანსი
23.10.2021

გუკა რჩეულიშვილი ალეკ ბოლდუინის მიერ ოპერატორის მოკვლას და რეჟისორის დაჭრას ასე გამოეხმაურა:

„ბოლო გასეირნება (ყარაბახი 3) იწყება გარჩევის სცენით, სროლით მიშა მესხს და კაბუს შორის. ხოდა ამ სცენის გადაღების წინ, არ ვიცი, რატომღაც გადავწყვიტე შსს-დან მოტანილ ავტომატში ტყვიების გადამოწმება. მჭიდის შემოწმებისას მეშვიდე ტყვია საბრძოლო აღმოჩნდა, აი ასე შემთხვევით გადავარჩინე რომელიღაც მათგანი (კაბუ ან გიორგი ყიფშიძე). რათქმაუნდა, არანაირი კონსპირაცია არ ყოფილა უბრალო დაუდევრობას ჰქონდა ადგილი... ალეკ ბოლდვინზე გამახსენდა,” - წერს რჩეულიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×