რეზონანსი
25.11.2021

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დავით აღმაშენებლად მოიხსენიებს და მისი ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს. გუბაზ სანიკიძე: "ღამე მშვიდად როგორ გძინავთ ქართველნო? მაშინ როდესაც, აღმაშენებელი ციხეში გამოგვიკეტეს".

ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოებამ სანიკიძე გააკრიტიკა. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსება სააკაშვილსა და აღმაშენებელს შორის არ არსებობს და სასჯელი უნდა მოიხადოს.

აღნიშნულ პოსტზე ერთ-ერთი კომენტარი რეჟისორ ქეთი დოლიძეს ეკუთვნის:

„ფალ***სიც არაა, თორემ კი. უზნეო, უნამუსო არსება!“ 

მის აზრს სხვა მოქალაქეებიც იზიარებენ:

„რამ გაზარდა ამხელა“

„სასაცილოა...სატირალი, რომ არ იყოს“

„ღადაობს?“

„ამან სულ გარეკა“, - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×