რეზონანსი
13.05.2022
რეკლამა
რეკლამა

2020 წლის 23 აგვისტო, შატილის ტრაგედია... მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.

მთავარი ექიმი - ლევან რატიანი გახლდათ. რატიანმა გადაცემაში „სხვა კითხვები" სწორედ ეს უმძიმესი დღეები გაიხსენა.

თქმით, ლიკა სიმონიშვილმა ამ ტრაგედიისას ერთი გოგონა დაკარგა მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

როდესაც კლინიკაში პაციენტი შეიყვანეს დედამ ეს სიტყვები უთხრა რატიანს: „ერთი შვილი გარდამეცვალა, ესეც უნდა მომიკვდესო? - არა რას ამბობთ-თქო. და ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში. ეს შვილი კლინიკიდან თავისი ფეხით წავიდა".

ლევან რატიანის ამ სიტყვებს გამოჯანმრთელებული პაციენტის - ხატიას დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემო ლევანი ექიმო, როგორ დეტალებში გახსოვთ იმ საშინელი დღის ამბავი... ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება მეთქი? ზუსტად ასე იყო....

დღეს ხატია რომ სუნთქავს და დადის ეს თქვენი დამსახურებაა, უფალმა ინდომა რომ ხატია თქვენ გადაგერჩინათ... დალოცვილი იყავით ცხოვრების გზაზე".

წყარო: "დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×