რეზონანსი
13.05.2022
რეკლამა
რეკლამა

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. სამსახურში აქტიური და ნაყოფიერი დღე გაქვთ, თუმცა ამ დღეს მუშაობა უჩვეულოდ გღლით და გაღიზიანებთ. ეცადეთ წვრილმანი უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კურო

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. უმჯობესია სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ამჟამად რომანტიკისთვის ნაკლებად განწყობილი ხართ.. მიუხედავად, იმისა, რომ კომერციული ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს, ფინანსური სირთულეები გელით. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ ყველა პრობლემა ერთბაშად მოაგვაროთ. ირჩევთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას ნაკლები. ამ დღის სიმბოლოა ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი მუშაობა.

კირჩხიბი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ სანერვიულოს მოგიტანთ. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ შვება სახლის გარეთ ეძებოთ და საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. კვალიფიციური რჩევა მნიშვნელოვანი საკითხის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

თავი შეიკავეთ სამსახურსა და სახლში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებისგან. გახსოვდეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქალწული

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით. მოზღვავებული ენერგიის წყალობით ამ დღეს ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

სასწორი

მიმდინარე საქმეებში ცვლილებები გელით. ზოგად დეპრესიას და მცირე ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. უფროსებთან რთული საუბარი საბოლოოდ თქვენთვის სასარგებლო იქნება. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მორიელი

დღეს შეგიძლიათ, შესანიშნავი სამუშაო გააკეთოთ. დღეს დაგეგმილი საქმეები უაღრესად წარმატებული იქნება. შესაძლებელია, მოულოდნელი ახალი ამბავი უცხოეთიდან.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის. ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, თუ გსურთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. გირჩევთ ფინანსური პრობლემის მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავოთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით, რადგან მოწამვლის რისკი იზრდება. როგორც ყოველთვის, ბევრი სამუშაო გაქვთ, მაგრამ დღეს სიზარმაცე ისე მოგერევათ, როგორც არასდროს.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები ან მოქმედება არასწორად გაიგოს. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

დილა ხალისიანად და აქტიურად დაიწყება. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხები ამ დროს უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას ნაკლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×