რეზონანსი
23.06.2022

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში მიღებული მესიჯების გამო გამომძიებელს მიმართა. ამის თაობაზე მან „რუსთავი 2“-ში ტელეთერით ისაუბრა:

„მე მივმართე პროკურატურას, მქონდა შემთხვევა, ძალიან დიდი თავდასხმა იყო ჩემზე. რომ მივიტანე ამონაწერი ესემესების, გამომძიებელი ისე შეწუხდა, ბოდიში მომიხადა, ვერ წაიკითხა ისეთი რაღაცები ეწერა.

მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ უწმინდესმა ქადაგებაში თქვა, სიტყვას დიდი ძალა აქვსო და კარგად დაუკვირდით რას იტყვით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თქვენ დაგიბრუნდებათ და სამწუხაროდ, ჩვენამდეც მოდის“, - თქვა ნინი ქარსელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×