რეზონანსი
23.06.2022

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამო ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან დაწყევლა, თუმცა, ის იყო მისი პირადი მოსაზრება და ტექნიკური შეცდომა მოხდა და საკრებულოს გვერდიდან გაიგზავნა კომენტარი - ინფორმაცია მან გამოცემა ბათუმელებს დაუდასტურა.

ზურაბიშვილის ფოტოზე ბარბაქაძემ საკრებულოს გვერდიდან დაწერა:

"შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის (2) ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა... ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც".

წყარო: "ალია"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×