რეზონანსი
30.07.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყურადღებით იყავით - ამ დღეს სამსახურში შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. სამაგიეროდ, ოჯახში სიმშვიდე და და კეთილდღეობაა. ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს თავს წარმატებით გაართმევთ.

კურო

ეცადეთ ცვლილებას, რომელიც ამ დღეს გელით, მომზადებული შეხვდეთ. მიზანს მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ მთელ ენერგიას იმ საქმეების დასრულებისკენ მიმართავთ, რომლებიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს. გირჩევთ რამდენიმე დღით გადადოთ ფინანსური პრობლემის მოგვარება და საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.

ტყუპები

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იშვიათი წარმატება გელით. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო შეიძლება შრომა წყალში ჩაგეყაროთ. თავს გადაღლილად გრძნობთ და სამუშაო როგორც არასდროს, ისე გაღიზიანებთ. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.

კირჩხიბი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ეცადეთ, რომ საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, თუმცა მეგობრების დახმარებით, პრობლემებს დაძლევთ. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

ლომი

ურთიერთიბებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატაროთ. სასურველია, რომ მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და ნაკლები ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გარჩევას.

ქალწული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ქალწულებისთვის. მოერიდეთ დაუფიქრებელი დაპირებების გაცემას, თუ გსურთ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - გამოცდილი ადამიანების რჩევები მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დროს. დღის მეორე ნახევარში პლანეტების განწყობა თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, ამიტომ ცოტა უნდა მოითმინოთ.

მორიელი

დროა, ცოტა ხნით სამუშაო დაივიწყოთ და პირადი ცხოვრების შექმნაზე იზრუნოთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ ცდუნებებს გაუმკლავდეთ და ფინანსები უფრო გონივრულად მართოთ. სამსახურში, ხელმძღვანელობასთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ თქვენს პოზიციებს გაამყარებს.

თხის რქა

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ ზეწოლას და უხეშობას, რაც საპასუხო აგრესიას გამოიწვევს. გირჩევთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და მზად ხართ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. გირჩევთ თუნდაც დროებით, ხორცზე უარი თქვათ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. სასურველია, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

თევზები

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ შფოთვას და ნერვიულობას მოგიტანთ. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ და ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×