რეზონანსი
01.08.2022

ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული მომღერალი მამუკა ონაშვილი გახლდათ, რომელიც 1-ელ აგვისტოს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.მამუკას მეგობრები ბოლო წუთამდე არ იჯერებდნენ და ლოცულობდნენ მის გადასარჩენად. ამ ამბავმა სრულიად საქართველოს დაამწუხრა და მომღერალს თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან:

„რატომ ღმერთო, რატომ? ჩემო ბუთქუჩა, დიდო ადამიანო" - მარიტა როხვაძე.

„მამუ შენს სახელს დავიწყება არ უწერია, ჩემი ბავშვობა ხარ!"

„მშვიდობით, უკეთილესო ადამიანო"

„შენც დაგვტოვე, მშვიდად განისვენე ნათლი"

„ჩამწყვიტე გული ბოლომდე ადამიანო, როგორ მჯეროდა რომ გამოძვრებოდი..."

„რა საშინელებაა, ჩვენი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ერთად ბევრი კარგი მოგონება გვქონდა, რეგიონებში გვიწევდა სიარული კონცერტებით. მამუკას მანქანით დავდიოდით ერთ შავი ჯაყჯაყა ემელი ჰყავდა, ხან ლუქი არ მუშაობდა, ხან კარის საკეტი, ერთხელ წვიმაში ვიარეთ, სულ გავილუმპეთ და ისე მხიარულად ვმგზავრობდით და გვიხაროდა სიცოცხლე. მამუკო, (ასე ვეძახდი) ძალიან მომენატრები შენი დიდი გულით, ნიჭით და იუმორით. ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა", - გიორგი სუხიტაშვილი.

„ჩემო საყვარელო უფროსო მეგობარო...ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელო და პოზიტიურო მოგონებების განუყრელო მონაწილევ...სიყვარულის და პოზიტივის გენერატორო...მიყვარხარ, არ გემშვიდობები, შევხვდებით იქ, სადაც მართალნი განისვენებენ", - ხატია სიჭინავა.

„ჩემი დალაიმუმუ წავიდა ზურასთან!!! რამდენი სიკეთე და სიყვარული დატოვე ჩვენს გულებში!", - ზურა ხაჩიძე.

„პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90-იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა. არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმღერა... მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ჰქონდა, იყო მამუკა ონაშვილი. ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო. მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ისედაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი...."- სტეფანე მღებრიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×