რეზონანსი
01.08.2022

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც მომღერალი მამუკა ონაშვილი ემსხვერპლა.

"ეს რა გვჭირს, რა უბედურებაა გვჭირს ამისთანა !!! გთხოვთ და გემუდარებიოთ გაამკაცრეთ ეს კანონი კიდევ როგორც შესაძლებელია... ორი კაცი დარჩა ამ ქვეყანაში და რას ეწირება კიდე ავტოავარიას?! ნასვამი ნუ დაჯდები (საჭესთან)", - წერს ზურა ხაჩიძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. სწორედ დაშავებულთა შორის იყო მამუკა ონაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×