რეზონანსი
03.08.2022

ოთო ჩანქსელიანმა ქიმიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება, 63-დან 63 ქულა მიიღო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექიმი გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს. როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ოთო ჩანქსელიანს გამოცდისთვის ამზადებდა მთელი წლის განმავლობაში და ეს შედეგი, ქიმიის საგანში, რეკორდული მაჩვენებელია.

„გეამაყება, გიხარია, რადგან მთელი წელი მასთან ერთად შრომობდი ამ შედეგისთვის. ასეთ ნიჭიერ ბავშვს ასეთი მიღწევა უნდა დაუფასო კიდევაც. რეკორდია, საოცრებაა.

წელს ქიმიის გამოცდა მართლაც დიდი გამოწვევა იყო, განსაკუთრებით ბოლო ამოცანები. მეამაყება, რომ მედიცინას ასეთი წარმატებული ბავშვები ეზრდება და ბევრი მათგანი ჩემთან ერთად დგამს ამ სფეროში პირველ ნაბიჯს.

კარგად დაიმახსოვრეთ ამ ბავშვის სახელი და გვარი – ოთო ჩანქსელიანი, თქვენ მას კიდევ ბევრჯერ გაიგებთ“, – ამბობს გიორგი ღოღორებიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×