რეზონანსი
04.08.2022

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის მამუკა ონაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. მისი აზრით, დღეს მის დაკრძალვაზე ის ადამიანები იფარისევლებენ ყველაზე მეტად, რომლებმაც განსაცდელში მიატოვეს.

„ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.

ძალიან მეწყინა და მეტკინა.

გუშინ პანაშვიდზე ვიყავი.

და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი.

ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.

არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის – ნიჭი, ხმა, ქარიზმა.

მაგრამ ეს ხო საქართველოა.

ჰოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა.

მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.

ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.

ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!” - დაწერა ნიკა ქავთარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×