რეზონანსი
04.08.2022

გუშინ, თბილისში, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. იგი სენაკელი, გიორგი დემურია აღმოჩნდა. გიორგის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკას ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის დედის მაია ინჯგიას ინფორმაციით, ბიჭი საოპერაციოდ მზად იყო და შესაბამისი კვლევები არსებობდა. დედა ამბობს, რომ ბავშვს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

"კარგად გრძნობდა თავს. მე მასთან ვიყავი. როცა შეიყვანეს და ნარკოზი გაუკეთეს, უცებ მითხრა, ვიხრჩობიო. მე გამომიყვანეს და მითხრეს, რომ ასე იცის ნარკოზმა. ორი ოპერაცია აქვს გადატანილი და არასდროს პრობლემა არ ჰქონია",- ამბობს მაია ინჯგია.

მისივე თქმით, ექიმებმა მას უთხრეს, რომ პაციენტი ქირურგიული ოპერაციის დროს გართულებით გარდაიცვალა, თუმცა დედა ამტკიცებს, რომ ბავშვისთვის ოპერაცია არ გაუკეთებიათ.

7 წლის ბიჭს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ოჯახი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. საკითხზე მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ.

წყარო: "სენაკის ქრონიკა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×