რეზონანსი
04.08.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ნუ ინერვიულებთ, თუ სახელმწიფო უწყებიდან თხოვნაზე უარი მიიღეთ. ნუ აჩქარდებით - რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ სამოქმედო გეგმა შეადგინეთ და თანმიმდევრულად განახორციელეთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის.

კურო

აქტიური და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ცვლილებებს გპირდებათ. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო გახდება. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დღეს დაგეგმილი შეხვედრები კი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.

ტყუპები

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ნუ ეცდებით, უსიამოვნო საუბრიდან თავი დაიძვრინოთ, რადგან შედეგი თქვენთვის სასიამოვნო იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ძველ შეყვარებულს შეხვდეთ და ურთიერთობა განაახლოთ.

კირჩხიბი

ძველი გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ლომი

ამ დღეს უამრავი გაუგებრობა ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. ეცადეთ, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართოთ და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

ქალწული

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, ეს მათ ეხებათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატებას მიაღწიოთ.

სასწორი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. ახლობელი ადამიანი, სავარაუდოდ, ვალის დაბრუნებას ან ძველი პირობის შესრულებას მოგთხოვთ, რაც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის.

მორიელი

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, მშვიდად მიიღოთ. საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.

მშვილდოსანი

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩეთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, დიდი შანსია, თქვენთვის სასურველი ვაკანსია გამოჩნდეს. გამორიცხული არ არის, რომ ძველ შეყვარებულს შეხვდეთ და ურთიერთობა აღადგინოთ.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შესაძლოა, უმცირესმა შეცდომამ დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისა და ახალი ინიციატივებისთვის. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანების მოტყუებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის, თუმცა ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ.

თევზები

დროა, მუშაობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და გრძნობების მორევში გადაეშვათ. არ არის გამორიცხული არასახარბიელო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითოეული წარმატებით დაასრულოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×