რეზონანსი
06.08.2022

გადაცემა „ქალები" ახალ სეზონს ახალი წამყვანებით იწყებს, ორი წამყვანი თეონა ლეჟავა და ალექსანდრა პაიჭაძე ახალი სეზონიდან აღარ იქნებიან, თუმცა უცნობია ვინ იქნებიან მათ ნაცვლად...

გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კოლეგების შესახებ წერს.

„როცა გულის ხეთქვამდე მწყდება გული ვცდილობ არ ვიფიქრო, გავატარო და დავაიგნორო ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ვერ გავუშვებ გოგონებს ჩემი სურვილების გარეშე! ალექსანდრა პაიჭაძე ჩემო სიყვარულო, ყველა ჩანაფიქრი და ოცნება აგისრულდეს, მინდა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიო და ისიამოვნო შენი ახდენილი ოცნებებით, დიდი მადლობა ყველა წამისთვის რომელიც მხოლოდ მაბედნიერებს თეონა ლეჟავა, რასაც უნდა მიაღწიო ჩემთვის მაინც ცოტა იქნება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდა იზეიმოს შენმა ნიჭმა იქ სადაც გულით გინდა სალომე შარვაძეს მინდა ვუსურვო ჩვენს თავებს უფრო მეტი და მეტი წარმატება p.s მგონი ვაჩენ ჩქარ-ჩქარა ვწერ" - წერს ნანუკა გულუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×