რეზონანსი
06.08.2022

გოგოლა კალანდაძესა და თეა დარჩიას შორის გულახდილი საუბარი „ტვ პირველის“ ეთერში შედგა. დარჩიამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პირველი სიყვარული გოგოლა კალანდაძის მეუღლე იყო.

„პირველი სიყვარული იყო სკოლაში და სხვათა შორის ეს იყო ირაკლი ფერაძე. შენი ქმარი იყო ჩემი პირველი სიყვარული.

მე-4 კლასში ვარ და მზია გვილავამ შემოგვიყვანა ბიჭი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ ჰგავდა გოგოს.

შენი დედამთილი, ცისანა, პატარა. პატარა ბიჭი ბრიჯებში, თეთრი პერანგით და გრძელი თმებით.

24 საათი ერთად ვიყავით… მე-4 კლასიდან მე-8 კლასამდე.

და მე-8 კლასში ძალიან გამამწარეს კლასელებმა, დაბადების დღეს ვიხდიდი და არცერთი კლასელი არ მოვიდა დაბადების დღეზე… მე ანსამბლის სახე ვიყავი, პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ოქროს მედალოსანი, სკოლაში რომ შედიოდი ჩემი დიდი ფოტო ეკიდა, ჯეირანის კოსტიუმში გადაღებული…

რაღაცნაირად, გავბრაზდი, მეწყინა და იმ დღიდან იმ კლასში აღარ შევსულვარ, გადავედი სხვა კლასში. შენი ქმარი ნაცემი მყავს“, - ამბობს თეა დარჩია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×