რეზონანსი
07.08.2022

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გამ­ყრე­ლი­ძის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"არ ვიცი... ალ­ბათ ადა­მი­ა­ნებს არ სჯე­რათ, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ვი­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ეს უხერ­ხუ­ლი და ცოტა არ იყოს, ზედ­მე­ტი გან­მარ­ტე­ბა - "...გა­დად­გო­მა არაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან." რა­ტომ უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? პი­რი­ქით, ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბა ეჭვს აჩენს ისე­დაც ათა­სი ეჭ­ვით და­ყურ­სულ რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ში.

ვინც იც­ნობს ბა­ტონ ამი­რანს, კარ­გად იცის, რომ ეს მის­თვის სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯია. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა კაც­მა, რომ­ლის­თვი­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა არ წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბას, ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას? მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ ყოფ­ნი­სას, სამ­სა­ხუ­რის გა­რეთ, პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის "ზა­პო­რო­ჟე­ცით" მოძ­რა­ობ­და და სუ­ლაც არ მი­აჩ­ნდა ეს "ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად", მისი, ან ნე­ბის­მი­ე­რი ვინ­მეს პერ­სო­ნით­ვის და­მაკ­ნი­ნებ­ლად.

მეც­ნი­ე­რე­ბი­დან და ექი­მო­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­შიც იმი­ტომ გად­მო­ვი­და, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა ყო­ფი­ლი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ბა­ზა­ზე, ჯა­ვა­ხაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ახალ სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ცე­პცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ამ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­მო­ვი­და, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად ვერც და­ე­თან­ხმე­ბია მის მე­გო­ბარ მი­ნისტრს პრაქ­ტი­კის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბია.

არ ვიცი, არ მი­კი­თხავს მერე- შე­იძ­ლე­ბა წუხს კი­დეც ამა­ზე. ამ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­და­ვი­და სა­მი­ნის­ტრო­ში- უკვე შექ­მნი­ლი კონ­ცე­პცი­ის რე­ა­ლუ­რად აღ­სას­რუ­ლებ­ლად. რამ­დენ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ნა­ხავს მშვი­დი, რა­ჭუ­ლად აუ­ღელ­ვე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც მე­ცი­ნე­ბო­და იმ ტვინ­გა­ყი­ნუ­ლე­ბის უბად­რუკ მცდე­ლო­ბებ­ზე, მწყობ­რი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ ტუ­ტუ­ცო­ბით.

და­ში­ნე­ბით - მით უფრო! ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ? ან რითი გა­აკ­ვირ­ვებ? მათ შო­რის, ვერც სა­ხელ­მწი­ფო, სა­პა­ტიო ორ­დე­ნე­ბით და დი­დე­ბით - მად­ლო­ბას გზავ­ნი­და და­ფა­სე­ბის­თვის, მაგ­რამ არ­ც ერ­თი ასე­თი "ჰო­ნო­რის" მი­სა­ღე­ბად არ მი­სუ­ლა...

მე ის მი­ხა­რია, რომ ვერც თვი­თონ და­იბ­რა­ლებს და ვერც სხვა იტყვის - "ჯან­მრთე­ლო­ბის გამო გა­დად­გაო!" - ღმერ­თმა დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად გვიმ­ყო­ფოს შენი თავი ბა­ტო­ნო ამი­რან, ან "გრი­გო­რიჩ!" - რო­გორც გი­ძა­ხი ხოლ­მე სიყ­ვა­რუ­ლით, ჩემს უფ­როს მე­გო­ბარს! რა საქ­მე­საც წა­მო­ი­წყებ, ვიცი მა­საც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ჩვე­უ­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით შე­უდ­გე­ბი!" - წერს და­ვით გა­დე­ლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×