რეზონანსი
07.08.2022

ქობულეთში უბედური შემთხვევა მოხდა - 21 წლის ბიჭი, რომელსაც დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, ზღვაში დაიხრჩო. ლუკა ამბრიაშვილი გორიდან იყო.

ტრაგიკულ ამბავს სოციალურ ქსელში ხიდისთავის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და ოჯახს სამძიმრის წერილით მიმართა.

„ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, ამავე სკოლის ნამოწაფარის ლუკა ამბრიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, მეგობრებს. ლუკა ყველასათვის საყვარელი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, გულღია, ალალი, მოსიყვარულე ყველას მიმართ, ზრდილობიანი, უყვარდა ხატვა, იუმორი. ძალიან კარგი დედა ჰყავდა და მის დაკარგვას უზომოდ განიცდიდა. ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე. ლუკას გაბრწყინებული თვალები და თბილი ღიმილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის ლამაზ სულს", - წერია სამძიმრის წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×