რეზონანსი
07.08.2022

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გია ბერიაშვილის ქალიშვილი მარიამი სოციალურ ქსელში მამის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ის აღნიშნავს პირველი ფოტო 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, ხოლო მეორე 2022 წელს, უკრაინაშია გადაღებული.

"ეს მამაჩემია, ამ ფოტოებს შორის წლებია განსხვავება მაგრამ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება წლები ვერაფერს აკლებს. ორივე ფოტოში ხელში იარაღ მომარჯვებული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. 2008 შიც გმირი იყავი დღესაც გმირი ხარ მა. მოვა დრო და ჩვენი დაკარგული 20% ისევ ჩვენი იქნება!

07.08.2008. 18.03.2022.

დ ი დ ე ბ ა ყველა მებრძოლ გ მ ი რ ს !", - წერს მარიამ ბერიაშვილი ფეისბუქში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×