რეზონანსი
10.08.2022

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აგვისტოს თვის მძიმე დღეებზე მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე რჩევას აძლევს. მისი თქმით, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის და 10-15 აგვისტო მშვიდად და ფრთხილად უნდა განვლოთ.

„10 აგვისტო ამ თვეში ყველაზე რთულია. აქ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ძაბავს ურთიერთობებს, ჯანმრთელობის პრობლემებს. ხდება მზისა და სატურნის დაპირისპირება ხდება ლომისა და მერწყულის ზოდიაქოების ღერძზე. სატურნი არის ბორკილი, შეკუმშვა, მუხრუჭი პლანეტა, ამიტომ ყველაფერი მუხრუჭდება -  იდეები, ურთიერთობები.  10-15 აგვისტო რაც შეიძლება ფრთხილად გავიაროთ. მივხედოთ ჯანმრთელობას, არანაირი ნერვიულობა და სიმძიმეების ტარება. 

განსაკუთრებით გაუფრთხილდით გულსისხლძარღვოვან სისტემას, ძვლოვან სისტემას, სახსრებს, ხერხემალს, მუხლებს. 

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება 12 აგვისტოს მიაქციეთ. სავსემთვარეობაა და ამ დროს ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია მოდის დედამიწაზე და ადამიანები მარტივად ღიზიანდებიან. ხდებიან კონფლიქტურები, აგრესიულები“, - აღნიშნა ცაგარელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×